ტიპი: ანტიკოროზიული გრუნტ-ემალი წარმოადგენს პიგმენტებისა და შემავსებლების სუსპენზიას სინთეზურ ფისში, სპეციალური დანამატებით და ჟანგის გადამყვანით.
გამოყენება: ეს სწრაფ-მშრობი, ჟანგგამძლე გრუნტ-ემალი განკუთვნილია ჟანგიანი ან ნაწილობრივ კოროზირებული ლითონის ზედაპირების შესაღებად, რომელთა ჟანგის ფენა 100 მიკრონამდე (0.1 მმ) მყარად არის მიკრული. ანტიკოროზიული გრუნტ-ემალი გამოიყენება იმ ზედაპირების შესაღებად, სადაც ჟანგის მოცილება რთულია შემდეგი ფაქტორების გამო: პროდუქტის დიდი ზომები, ზედაპირის რთული პროფილი, დროის ნაკლებობა და ა.შ. ანტიკოროზიული გრუნტ-ემალი რეკომენდებულია ძველი ლითონის კონსტრუქციების შესაღებად, რომლებსაც აქვს ძველი შერჩენილი საღებავი და ჟანგი.
| ბრენდი | LIDA |
|---|---|
| ქვეყანა | ბელარუსია |
| გამოყენება | შიდა/გარე |
| მოცულობა | 10 კგ |
| ფერი | ნაცრისფერი |
| ფარვა | 80² - 1 პირი |
| შრობა | 5-7 წუთი |
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.







