LIDA სწრაფ-მშრობი გრუნტ-ემალი სამი ერთში
წონა: 2 კგ, 10 კგ
ფერი: ნაცრისფერი, შავი
გამოყენება: სწრაფად შრობადი ჟანგ-საწინააღმდეგო გრუნტ-ემალი განკუთვნილია ჟანგიანი ან ნაწილობრივ კოროზირებული ლითონის ზედაპირების შესაღებად, რომელთა ჟანგისგან გაწმენდა რთულია. ასევე რეკომენდებულია ძველი ლითონის კონსტრუქციების შეკეთებისას, სადაც ძველი საღებავის ნარჩენები და ჟანგია.
უპირატესობები: არ საჭიროებს ზედაპირის წინასწარ დამუშავებას, ანუ ლითონზე მყარად ჩამჯდარი ჟანგის წინასწარ მოცილებას; შეიცავს ანტიკოროზიული პიგმენტების ნარევს, რომელიც საიმედოდ იცავს ლითონის ზედაპირს კოროზიისგან; 3-1-ში ეფექტის წყალობით, აღარ გჭირდებათ სამი სხვადასხვა პროდუქტის გამოყენება (ანტიკოროზიული, გრუნტი და ემალი), გამოიყენება მხოლოდ ერთი პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ყველა როგორც დამცავ, ასევე დეკორატიულ თვისებებს რაც მაქსიმალურად ამარტივებს ლითონის ზედაპირების შეღებვის პროცესს, ზოგავს ფინანსებს და დროს; აქვს კარგი სამღებრო თვისებები; სწრაფად შრება ბუნებრივ პირობებში, ქმნის მაღალი ხარისხის მქრქალ საფარს; აქვს შესანიშნავი ფარვა ლითონზე; საფარი მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების მიმართ -60°C-დან+60°C-მდე, ამავდროულად არ კარგავს ელასტიურობას; აქვს შესანიშნავი წყალგამძლეობა; აქვს საკმაოდ დაბალი მოხმარება მაღალი დაფარვის უნარით.
გალაქტიკა

